დოჯო იაპონური სიტყვაა, რომელიც ფიზიკური და სულიერი გზის განვითარების ადგილს ნიშნავს. აქ ისწავლება იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებები. ჩვენი მთავარი მიმართულება არის ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო. ასევე, ტექნიკური არსენალის გაღრმავებისთვის ჩვენთან შეგიძლიათ შეისწავლოთ სხვადასხვა საბრძოლო მიმდინარეობა, რომელიც ყველა ემსახურება ერთ მიზანს - გავხდეთ უკეთესები დღეს, ვიდრე ვიყავით გუშინ. დოჯოში არის შესაძლებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანმა იპოვნოს მისთვის სასურველი მიმართულება. იქნება ეს სპორტული/პროფესიონალური, თავდაცვითი, სამოყვარულო, თუ გამაჯანსაღებელი. დოჯოში ასწავლიან სენსეები, რომლებიც რეგულარულად გადიან აკრედიტაციას საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო-ს ცენტრალურ ფედერაციაში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო სემინარებსა და სწავლებებში, მათ შორის იაპონიაში. მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ჰიგაონნა მორიო სენსეისთან, რომელიც ცნობილია საბრძოლო ხელოვნების სამყაროში და აღიარებულია ოკინავის არამატერიალური, კულტურული მემკვიდრეობის მატარებელ ადამიანად.
ჩვენთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვებს. ვავითარებთ მათ არა მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეს და ბრძოლისუნარიანობას, არამედ ვუღვივებთ შინაგან დისციპლინას და პატივისცემას. აგრეთვე, ვამზადებთ ახალგაზრდებს პროფესიონალური სპორტული მიმართულებით, რეგულარულად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებებზე და ასევე თავად ვუწევთ ორგანიზებას ადგილობრივ საშეჯიბრო ღონისძიებებს. საბრძოლო ხელოვნების სისტემა გვაძლევს შინაგან ბალანსს და ემოციების მართვის უნარს. პრაქტიკის ეს ნაწილი ჩვენთვის ფიზიკურ განვითარებაზე არანაკლებ მნშვნელოვანია. ამიტომაც, ჩვენს დოჯოში დიდი ყურადღება ეთმობა მედიტაციასა და საკუთარი თავის შეცნობას.
გვჯერა, რომ ჩვენი პროფესიონალიზმი და თქვენი მონდომება მიგვიყვანს საერთო მიზნამდე, რაც გულისხმობს ჯანსაღი ინდივიდების ჩამოყალიბებას. ეს ადგილი იქნება ის სივრცე, სადაც ადამიანები მაქსიმალურად პროდუქტიულ დროს გაატარებენ საკუთარი თავის შეცნობისთვის და განვითარებისთვის