EN

პროგრამები

გოჯუ-რიუ ბავშვები

სპეციალური სავარჯიშო პროგრამა ბავშვებისთვის, რომელიც მუშაობს იდეალურად მათი ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის. ბავშვები ხდებინ უფრო თავდაჯერებულები, სამართლიანები და მშვიდები.

გოჯუ-რიუ დიდები

ეს არის, ტრადიციული ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს შემსწავლელი ჯგუფი ზრდასრულებისთვის. გოჯუ-რიუს ფუნდამენტური არსი მდგომარეობს ბალანსის პოვნაში. ჰარმონიულობა გარეგან სიძლიერესა და შინაგან სირბილეს შორის.

მედიტაცია

შინაგანი სიმშვიდე, ემოციების კონტროლი და სამყაროსთან ჰარმონიულობაში ყოფნა, დღევანდელ სტრესულ გარემოსთან გასამკლავებლად არის აუცილებელი და უალტერნატივო საშუალება. ემოციური ჰიგიენა, პოზიტიური აზროვნება და საკუთარ თავში ჩაღრმავება.

თავისუფალი გოჯუ-რიუ

ეს გახლავთ გოჯუ-რიუს თავისუფალი და სპორტული მიმართულების ჯგუფი, სადაც საშუალება გექნებათ განავითაროთ თქვენი საშეჯიბრო პოტენციალი, როგორც კლასიკური, სპორტული გოჯუ-რიუს, ასევე შერეული ორთაბრძოლების ტურნირებისთვის.

გუნდი ზანშინი

პროექტი "ზანშინი" გახლავთ 13 დან 18 წლამდე, ყავისფერ ქამრიანთა კლუბი, სადაც გაწევრიანებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ ყავისფერი ქამრის მფლობელი მოზარდები.

გოჯუ-რიუს საზაფხულო შეკრება

ყოველწლიური შეკრება გონიოში, სადაც თავს იყრის 200-მდე გოჯუ-რიუს მოყვარული სპორტსმენი.