EN

გოჯუ-რიუ კატა

კატა, იაპონური სიტყვაა და ტექნიკათა ერთობლიობას ნიშნავს, რომელიც ასეული წლების განმავლობაში იქმნებოდა კარატეს ფუძემდებელი ოსტატების მიერ, რომელიც დღემდე სახეუცვლელი ფორმით არის შენარჩუნებული. გოჯუ-რიუში არის 12 კატა. თითეულ მათგანს გააჩნია ბუნკაი, იგივე წყვილში შესასრულებელი კატას ტექნიკურ-შინაარსობრივი გარჩევა.

გოჯუ-რიუ გახლავთ, ტრადიციული კარატეს ერთ-ერთი მთავარი სტილი. სახელწოდების შინაარსს, საფუძვლად უდევს ცნობილი საბრძოლო ხელოვნებების წიგნში "ბუბიში" -ში მოცემული პრინციპები.

კატების მოძრაობებში კარგად ჩანს უძველესი ჩინური საბრძოლო ხელოვნებების გავლენაც.
  • გეკისაი დაი იჩი - ნგრევა ნომერი ერთი
  • გეკისაი დაი ნი - ნგრევა ნომერი ორი
  • საიფა – გაცამტვერება
  • სეიუნჩინ – კონტროლი და მოთვინიერება
  • შისოჩინ – ბრძოლა ოთხი მიმართულებით
  • სანსერუ – 36 ხელი
  • სეპაი – 18 ხელი
  • კურურუნფა – მყარად დგომა
  • სესან – 13 ხელი
  • სუპარინპეი – 108 ხელი
  • ტენშო – მაჯის წრიული მოძრაობა
  • სანჩინ - სამი ბრძოლა