EN

ემბლემის მნიშვნელობა

იაპონურად კენკონ აღნიშნავს ცას და დედამიწას. კენ არის ცა და კონ არის დედამიწა. წრე წარმოადგენს ცას; კვადრატი - დედამიწას, რაც სიმბოლურად გულისხმობს ცისა და დედამიწის უკიდეგანობას. ცა შეესაბამება სირბილეს, დედამიწა - სიმაგრეს. ემბლემა გამოხატავს სირბილისა და სიმაგრის ჰარმონიას ბუნებაში - ცა და დედამიწა.

გოჯუ-რიუს მნიშვნელობა პირდაპირ კავშირშია ემბლემასთან, რადგან ასევე აღნიშნავს სიმაგრესა და სირბილეს. გო აღნიშნავს სიმაგრეს, ჯუ - სირბილეს. ჩოჯუნ მიაგის მნიშვნელობაც ასახულია ამ ემბლემაში, რადგან ეს იდეა წარმოდგენილია საერთაშორისო თვალსაზრისიდან. აუცილებელია განვმარტოთ, რომ წრეში წარმოდგენილი სიმბოლო არის მიაგის ოჯახის ემბლემა, რადგან ცისა და დედამიწის, სიმაგრისა და სირბილის იდეა სწორედ მიაგის მიერ იყო წარმოდგენილი.

ამ ემბლემის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ადამიანებს.

 

 

 

IOGKF ლოგო | ჩვენი ოჯახის სიმბოლო

IOGKF-ის ლოგო არ წარმოადგენს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატეს, როგორც სტილის სიმბოლოს.

ძირითადი პუნქტები:

• IOGKF საერთაშორისო ადმინისტრაციული ოფისი არის IOGKF ლოგოს გლობალური კანონიერი მფლობელი. ლოგო არის სავაჭრო ნიშნის მქონე საკუთრება.

• ლოგო წარმოადგენს მხოლოდ IOGKF-ს. სხვა, არც-ერთი გოჯუ-რიუს, კარატესა, თუ საბრძოლო ხელოვნების ჯგუფი არ არის წარმოდგენილი ამ ლოგოთი.

• მხოლოდ IOGKF-ის სრულ წევრ ქვეყნებს აქვთ მინიჭებული პრივილეგია გამოიყენონ ეს ლოგო და სახელწოდება თავიანთ ორგანიზაციაში, ისევე, როგორც თავიანთი ორგანიზაციის სხვადასხვა საქონელზე, სალიტერატურო წიგნებსა, თუ სხვა პროდუქტზე. 

• IOGKF-ის წარმომადგენელ წევრ ქვეყნებს აქვთ მინიჭებული პრივილეგია გამოსახონ სიმბოლო, რომელიც ატარებს IOGKF-ისა და ოკინავური გოჯუ-რიუ კარატეს ლოგოსა და სახელს.

• არა IOGKF-ის, ან ყოფილ IOGKF-ის წევრებს არავითარ შემთხვევაში აქვთ ამ ლოგოს გამოყენების უფლება.

 

ლოგოს მოკლე ისტორია

• მორიო ჰიგაონნა სენსეის, IOGKF-ის დამფუძნებელს, სურვილი გაუჩნდა შეექმნა ლოგო, რომელიც წარმოადგენდა იმ ორგანიზაციას, რომელსაც ქმნიდა. 


  • ლოგოს გარე დიზაინი იმ სიმბოლოს ნაწილია, რომელსაც ადრე იყენებდნენ იოიოგი დოჯოში.

  • ლოგოს შიდა დიზაინად გამოყენებულია ჩოჯუნ მიიაგი სენსეის ოჯახის გერბი.

    შენიშვნა: მორიო ჰიგაონნა სენსეის ამ გერბის გამოყენების უფლება ჩოჯუნ მიიაგი სენსეის ოჯახმა მისცა.

• მორიო ჰიგაონნა სენსეიმ, IOGKF-ის ლოგო პირველად წარადგინა 1979 წლის ივლისში, IOGKF-ის დამფუძნებელთა კრებაზე ქალაქ ფუულში, ინგლისში. 

• ლოგო წარმოადგენს IOGKF-ის წევრების საერთო მიზანს - მომავალი თაობებისთვის დაიცვას და შეინარჩუნოს ტრადიციული გოჯუ-რიუ კარატე დო.

• 1979 წლიდან, ლოგო წარმოადგენს საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო-ს ფედერაციის საიდენტიფიკაციო ნიშანს. იგი წარმოადგენს მხოლოდ IOGKF-ს.

 

ლოგოს განმარტება

 

  • სახელი გოჯუ-რიუ ნიშნავს მაგარსა და რბილ სტილს. ამის გამოსახატავად, ჰიგაონნა სენსეის სურდა გაეთვალისწინებინა, როგორც რბილი ელემენტი (გარე სიმრგვალე), აგრეთვე მაგარი სტრუქტურა (მიიაგის ოჯახის ოთკუთხედი გერბი)
  • ლოგო, ასევე, შეიძლება დავუკავშიროთ ზეცასა და მიწას.  ტრადიციულ იაპონურ ენაში ეს აგრეთვე ცნობილია, როგორც “კენკონ”, რადგან ოკინავურ კულტურაში, ხშირად, ზეცა გამოხატულია მრგვალი, ხოლო მიწა კი კუთხოვანი ფორმებით. 
  • სიმარტივისთვის, ლოგო მოიხსენიება, როგორც “IOGKF-ის ლოგო”.

 

ლოგოს ამჟამინდელი სტატუსი

  • IOGKF-ის წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს მიენიჭათ ლოგოს გამოყენების სპეციალური უფლება.
  • IOGKF- ის საერთაშორისო ადმინისტრაციამ IOGKF-ის ლოგო დაიცვა მრავალი არასწორი გამოყენების შემთხვევისგან, რომელსაც არა IOGKF-ის წევრები ახდენდნენ. 
  • გამოყენების შემჩნეული დარღვევა ან არასწორი გამოყენება შეგიძლიათ აცნობოთ ქვეყნის შეფ ინსტრუქტორს / კამბუკაი-ს, ან მისამართზე admin.office@iogkf.com 
  • IOGKF-ის ლოგოს  ბოროტად გამოყენების შეწყვეტის მოთხოვნების შეუსრულებლობის საკითხი გადაეცემა IOGKF-ის ლოგოს დაცვის სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფმა შეიძლება ასევე აირჩიოს IOGKF Legal-ის ჩართვა სამართალწარმოებაში.

განსაკუთრებული შენიშნვა: IOGKF-ის ლოგო არის IOGKF-ის საერთაშორისო ადმინისრაციული ოფისის მფლობელობის ქვეშ არსებული 4 სავაჭრო ნიშნიდან ერთ-ერთი:

1. IOGKF ლოგო

2. აკრონიმი: IOGKF

3. სრული სახელი ინგლისურ ენაზე: საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო-ს ფედერაცია

4. სრული სახელი იაპონურ ენაზე: 国際沖縄剛柔流空手道連盟

 

წყარო იხილეთ აქ.