ძვირფასო IOGKF-ის წევრებო,
ჩვენი IOGKF-ის წევრები თავიანთი იდეების, დროისა და ვიდეოების გაზირებით ყოველდღიურად შთაგვაგონებენ. გმადლობთ. ახლა, ყოველი ჩვენგანისთვის რთული პერიოდია. ჩვენი ოჯახი ძლიერია და ამას ერთად გავუმკლავდბით. როდესაც ასეთი სირთულის წინაშე ვდგავართ, ვცდილობ ყურადღებით დავრჩე და ვიფიქრო ჩვენს ჰოშინ -ზე (მიზანი).
ჰოშინ -ი მეხმარება ღრმად ჩავუფიქრდე, თუ რატომ ვვარჯიშობთ და რატომ ვასწავლით ტრადიციულ კარატეს. ეს, მეხმარება კონცენტრაცია გავაკეთო მომავალზე, იმ დროზე, როდესაც ჩვენ ყველა, ისევ ერთად შევძლებთ ვარჯიშს.
თან დავურთე ჰიგაონნა სენსეის 1986 წლის IOGKF-ის სტატია „ჰოშინ“-ზე.
დარჩით ჯანმრთელად,
ტეცუჯი ნაკამურა IOGKF შეფ ინსტრუქტორი
- ჰოშინ (მიზანი, განზრახვა) სენსეი მორიო ჰიგაონნა -
დღევანდელ საზოგადოებაში, სადაც ხალხი კარგად უზრუნველყოფილია და ნაკლებად სურთ მატერიუალური ნივთები, მიმაჩნია, რომ ახლა, ისე, როგორც არასდროს, კარატეს აქვს საჭირო და მნიშვნელოვანი როლი, რომ წვლილი შეიტანოს საზოგადოების ჯანმრთელობაში. ახალგაზრდებისთვის ტრადიციული კარატეს გზის სწავლებით, ჩვენ შეგვიძლია ადამიანებში ჩამოვაყალიბოთ ძლიერი გონება და ძლიერი სხეული, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობისთვის მოქმედებისთვის მზად იქნება.
კარატეს შესწავლა არის, როგორ მორალური, აგრეთვე თავდაცვითი ფიზიკური ვარჯიში. კარატეს მიზანი მხოლოდ ჩხუბის მექანიზმის ჩამოყალიბება არ არის. სწორად ნასწავლი კარატეს გზა, ადამიანში ჩამოაყალიბებს თავდაცვის შესაძლებლობას, მაგრამ ამავდროულად, ასევე დიდი მნიშვნელობით ჩამოუყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობას, სამართლიანობის განცდასა და სიმამაცეს, რაც დაეხმარებათ მათ სწორად მოქცევაში. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ კარატეს ასეთი ვარჯიშის აუცილებლობა, რომელიც მიზანმიმართულია კარგი ხასიათის ჩამოყალიბებაში. კარატეს ეს მხარე ისეთი რამ კი არ არის, რაც გონებაში ინახება და მხოლოდ საჭიროებისამებრ გამოიყენება, არამედ ეს ხდება ჩვენი „მე“-ს ნაწილი, რომელიც ბუნებრივად აღმოცენდება, რაც ჩვენს ქცევას ჩვენი გულის (ხასიათის) მანიფესტაციად აქცევს. რეი , თავის დაკვრა, სწორედ ამის მაგალითია. როდესაც ჩვენ თავს ვუკრავთ, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ვინმე ასე გვეუბნება. ეს მოდის ნებაყოფლობით, ჩვენგან, პატივისცემის გამოსახატად. დღეს, მსოფლიოში კარატეს სპორტის გავრცელებასთან ერთად, მიმაჩნია, რომ აუცილებელია დავიცვათ და უცვლელად შევინარჩუნოთ ტრადიციული ოკინავური გოჯუ-რიუ, როგორიც გადმოგვცა ჩოჯუნ მიაგი სენსეიმ. მომავალი
თაობებისთვის ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია აღვზარდოთ ისეთი ინსტრუქტორები, რომლებიც არა მხოლოდ საბრძოლო ხელოვნების ოსტატები იქნებიან, არამედ, რომლებიც შეძლებენ თავიანთი ცოდნის სწორად გადაცემას. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩამოვაყალიბოთ კარგ ინსტრუქტორთა ქსელი. ოკინავური გოჯუ-რიუს დამფუძნებლის, ჩოჯუნ მიაგი სენსეის ბოლო ნატვრა იყო, რომ მის შთამომავლებს ჩამოეყალიბებინათ კარატეს ერთგული მიმდევრები, რომლებიც დაიცავდნენ და უკვდავყოფდნენ ტრადიციულ გოჯუ-რიუ კარატეს ისეთს, როგორიც მან ასწავლა. მას მხოლოდ ის კი არ სურდა, რომ კარატეს ის არსებული დონე შენარჩუნებულიყო. მას სწამდა, რომ ტრადიციული კატა-ს უწყვეტი გამეორებითა და ადამიანის შინაგანი ძიებით მიიღწეოდა კიდევ უფრო ღრმა გაგება. მე მჯერა, რომ ჩვენ, მის შთამომავლებს, ჩვენი ძიებითა და გულმოდგინე ვარჯიშით შეგვიძლია მივაღწიოთ ამ უფრო ღრმა გაგებას და ავასრულოთ ჩვენი დამფუძნებლის სურვილი.
I.O.G.K.F. -ის მიზნები
1. მძიმე შრომით ჩამოვიყალიბოთ კარგი ხასიათი.
2. შევინარჩუნო ტრადიციული ოკინავური გოჯუ-რიუ და ჩვენი მძიმე შრომითა და ძიებით, მეტად განვავითაროთ კარატეს ტექნიკის გაგება.
3. უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ინსტრუქტორები, როგორც ტრადიციული ოკინავური გოჯუ-რიუ კარატეს წარმომადგენელნი იყვნენ უნარიარნი და კეთილსინდისიერნი.
4. ვასწავლოთ „ტრადიციული“ კარატე სკოლებში.
5. მსოფლიოს მასშტაბით შევქმნათ კარგ ინსტრუქტორთა ქსელი.
თარიღი: 16 ოქტომბერი, 1986 მორიო ჰიგაონნა
© Developed By MAGSMAN All Rights Reserved