ეს არის ჩემი პირველი შავი ქამარი, რომელიც 20 წლის წინ, 1998 წელს მივიღე. ჩვენს პროფესიაში არსებობს ასეთი ტერმინი “ხეხვა”. ვისაც “ნახეხი” აქვს იმას გამოვლილი აქვს რთული წრთობის გზა, ბევრი ოფლი, ტკივილი და დაბრკოლება. ამ საქმეში განვითარების პროცესი არის მთავარი და მუდმივი. შენს თავზე მუშაობის პროცესი გიბრუნებს ძალას რომ განვითარდე და არა შედეგი რომელსაც მოლოდინით გეგმავ ან წარმოისახავ.
როდესაც დგება მომენტი, როცა იღებ პასუხისმგებლობას და ასწავლი სხვას, აუცილებელია მიხვდე ერთ რამეს - შენ თვითონვე მუდმივად უნდა მუშაობდე და ზრდიდე საკუთარ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაქვს უფლება ასწავლო სხვას (მხოლოდ იმიტომ რომ ოდესღაც რაღაცას მიაღწიე) - ეს ჩვენი დაუწერელი, მორალური კოდექსია.
ამას სხვანაირად ქვია მაგალითის მიცემის მნიშვნელობა - ანუ პატივისცემა იმის მიმართ ვისაც ასწავლი. ამიტომ არის ეს ხელოვნება პიროვნული ზრდის საუკეთესო საშუალება, როგორც ფიზიკურად ასევე შინაგანად!
© Developed By MAGSMAN All Rights Reserved