მშობლებო, ძალიან ნუ განიცდით ბავშვის წაქცევას!
ბავშვი აუცილებლად უნდა წაიქცეს, რომ გამოუმუშავდეს დაცემის იმუნიტეტი და „დაამუღამოს“ დაზიანების გარეშე ადგომა. ზომიერი დაბრკოლებები აუცილებელია, რათა ბავშვმა ისწავლოს სხეულის მართვა, სწორად შეაფასოს სიტუაცია და ენდოს საკუთარ სხეულს.
ხშირად ზოგიერთი მშობელი ზედმეტად აკონტროლებს ბავშვის ქცევას და თითქმის ყველაფრს უზღუდავს ან უკრძალავს, გარდა მაქსიმალურად დაცული სივრცისა და იქაც კი შფოთავს მასზე. უფროსებისგან მუდმივი მითითება და ნერვიულობა, რომ „რამეს იტკენ“ დიდი ალბათობით ბავშვს ჩამოუყალიბებს განცდას, რომ ის სუსტია და ვერ საზღვრავს როგორ ან როდის იმოქმედოს სწორად და უსაფრთხოდ. ბავშვი თავიდანვე შეაჩვიეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, რომ ტკივილზეც და გამარჯვებაზეც თვითონ იყოს პასუხისმგებელი. თუ წაიქცა და ეტკინა, გაიაზრებს და მიხვდება, რომ დაშვებული შეცდომა მხოლოდ მისი ბრალია. მათთვის, ზომიერი დისკომფორტი კარგი საშუალებაა დასკვნების გამოსატანად.
მე ვფიქრობ, რომ მშობლის როლი სხვა რამეშია.
პირველ რიგში უნდა ვასწავლოთ ბავშვს სწორად დაცემა, ამაზე ცოტა თუ ფიქრობს. ყველას სურს, რომ არ წაიქცეს ბავშვი, იმიტომ რომ ბევრმა თვითონ არ იცის თუ როგორ წაიქცეს სწორად. არც იმაზე ვფიქრობთ, თუ წაიქცა როგორ ადგეს. მხოლოდ იმაზე როგორ არ წაიქცეს და ამიტომ ხელოვნურად ვზღუდავთ მათ.
დაიმახსოვრეთ, როცა იცის ბავშვმა როგორ დაეცეს ის უფრო აკონტროლებს და მართავს სხეულს და შესაბამისად უსაფრთხოდ დაეცემა და დაზიანების გარეშე ადგება.
© Developed By MAGSMAN All Rights Reserved