ვასწავლოთ ბავშვებს როგორ მოქმედებს საკუთარი ქცევები და ქმედებები სხვებზე
იაპონიაში, ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია თუ როგორ იმოქმედებს საკუთარი ქცევები და ქმედებები სხვებზე. ამ უნარს ბავშვობიდან ასწავლიან. იაპონელი დედები მუდმივად ესაუბრებიან შვილებს და უხსნიან, თუ როგორ მოქმედებს მათი ქცევები სხვებზე და მათ გრძნობებზე. იაპონელი ბავშვები ადრეული ასაკიდანვე გაჯერებულები არიან იმის შეგრძნებით რომ ვიდრე იმოქმედებენ ანგარიში გაუწიონ სხვებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი ბავშვებს ასწავლიან და აჩვევენ თანაგრძნობას და პასუხისმგებლობას.
ჩემი დაკვირვებიდან და გამოცდილებიდან ვურჩევ მშობლებს, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლონ რამოდენიმე მნიშვნელოვანი უნარები:
1. გაარჩიონ ადვილად მარჯვენა ხელი მარცხენა ხელისგან
2. თასმის შეკვრა
3. გასახდელში საკუთარი ტანსაცმლის და ფეხსაცმელების კოხტად დალაგება
4. ბიჭებს ასწავლეთ უნიტაზის დასაჯდომის აწევა სანამ მოშარდავენ
5. ხელების დაბანა ხშირად
ეს უნარ-ჩვევები დაეხმარება და შეაჩვევს ბავშვებს პასუხისმგებლობასა და პატივისცემას, ასევე თავს იგრძნობენ უფრო დამოუკიდებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენჯერაც შეუკრავთ მას თასმას, ის ყოველ ჯერზე ირიბად იგრძნობს თავს უსუსურად, რომ მას რაღაც არ შეუძლია.
IOGKF, საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო-ს ფედერაციისა და 国際沖縄剛柔流空手道連盟 -ის სავაჭრო ნიშნის შემქმნელი და კანონიერი მფლობელი არის IOGKF