EN

სენსეი - იაპონური სიტყვაა და მასწავლებელს ნიშნავს

სენსეი - იაპონური სიტყვაა და მასწავლებელს ნიშნავს. 

სიტყვა სიტყვით კი, "ადამიანი რომელიც შენამდე დაიბადა"   

თუ გაგიმართლა და სენსეის წოდებას ატარებ,  მაშინ უნდა იცოდე:  ისწრაფე მუდმივი განვითარებისკენ და იყავი შენს მოსწავლეებზე ერთი ნაბიჯით წინ, ყოველთვის!

არ გაექცე წინააღმდეგობას და პასუხისმგებლობას, გააკეთე იმაზე მეტი ვიდრე გგონია რომ შეგიძლია. 

თუ  არ ვარჯიშობ ბოლომდე ძლიერად და შენც არ იღვრები ოფლად, მაშინ არ უნდა ასწავლო სხვას! - არ გაქვს მორალური უფლება! 

მუშაობ შენს თავზე იმიტომ, რომ აჩვენო შენს მოსწავლეს გზა და იყო მაგალითი განვითარების ნებისმიერ ასაკში! 

გახსოვდეს, რომ აქ ფიზიკური ვარჯიში არის კარიბჭე,  გონების უპირატესობის აღმოსაჩენად და მოსაპოვებლად.  

როგორც სენსეის, ჩვენთან ვერ გექნება ადგილი ჰობისთვის და უსაქმურობისთვის. ვერ გაუძლებ ამ სტატუსს თუ  ვერ აცნობიერებ  ფიზიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას - იყო სენსეი!