ჩვენი სისტემა ასწავლის ადამიანს გამოიმუშაოს ჩვევა თუ როგორ აკონტროლოს საკუთარი თავი, როგორც შინაგანი შეგრძნებები ემოციურ დონეზე, ასევე ფიზიკური შესაძლებლობები.
ამ აღმოსავლური სისტემის მთავარი დანიშნულება არის იპოვო ხარვეზი შენს თავში და იმუშავო მის აღმოსაფხვრელად. ჩვენ ამას საკუთარ თავზე მუშაობას ვეძახით. ერთიდაიგივე მოძრაობის უამრავჯერ გამეორება და დახვეწა, რაც მოითხოვს ტიტანურ შრომას, ანვითარებს ნებისყოფას და მატებს ფოკუსირების/კონცენტრირების უნარს. ჩვენ ბავშვებს ვაჩვევთ თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გაცნობიერებულად აღებას საკუთარ თავზე. შინაგანად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების დროს უფრო საღად და ადექვატურად აზროვნებს, ვიდრე ემოციურად არამდგრადი და გაუწონასწორებელი ადამიანი. მისი თავდაჯერებულობა (არა ამპარტავნება) გამომდინარეობს იმ დაგროვილი ცოდნიდან და სიძლიერიდან რომელიც მას ზურგს უმაგრებს და მიღებული აქვს კონცენტრირებული შრომის შედეგად.
იაპონელები ამ ცოდნას უხილავ იარაღს ადარებდნენ. ამიტომ არის ეს სისტემა უფრო ღრმა და ღირებული ვიდრე უბრალოდ სპორტი.
© Developed By MAGSMAN All Rights Reserved