რატომ დგანან თეთრი ქამრები უკან ვარჯიშის დროს?
კარატეს იერარქია განაპირობებს არა მხოლოდ დისციპლინას დოჯოში(დარბაზში), არამედ განსაზღვრავს და გამოხატავს ღირებულებით შკალას, რომელსაც საფუძვლად უდევს ურთიერთპატივისცემა.
1.თეთრი ქამარი სიმბოლურად ნიშნავს სუფთას, რომელმაც ჯერ არაფერი არ იცის.
2.ამიტომ, თეთრი ქამარი დგება უკან და არ მიილტვის წინ ურიგოდ/დაუმსახურებლად. ამით ის სწავლობს მოთმინებას და გამოხატავს წინ მდგომი მაღალი ხარისხების ცოდნის მიმართ პატივისცემას.
3.თეთრი ქამარი ეხმარება და თავისთავად ზრდის მის წინ მდგომის პასუხისმგებლობას. ბუნებრივად აიძულებს მას, რომ ჯობდეს და აჩვენოს საუკეთესო მაგალითი უკან მდგომს.
4.ფრონტის ხაზზე დგანან გამოცდილები, როგორც ომში. ასევეა ვარჯიშზეც, წინა რიგებში დგანან უფრო ძლიერები, პასუხისმგებლიანები, სამაგალითოები და გამოცდილი მეომრები!
© Developed By MAGSMAN All Rights Reserved