ქამრის ფერების გრადაცია და მათი მნიშვნელობა გოჯუ-რიუ კარატეში.
⚪️ თეთრი ქამარი სიმბოლურად ნიშნავს სისუფთავეს და შინაგან მიღება-აღიარებას იმისა, რომ ჯერ არაფერი არ იცი. ის ასოცირდება დაწყებასთან.
🟡 ყვითელი ქამარი ასოცირდება მზესთან, სითბოსთან, სითბო კი ენერგიასთან, ენერგია კი სიცოცხლესთან.
🟢 მწვანე ასოცირდება მცენარესთან, ბუნებასთან, ზრდასთან და ნაყოფიერებასთან. სიმშვიდესთან და ბალანსთან.
🔵 ლურჯი ასოცირდება ზღვასთან, სიღრმესთან. მშვიდ თუმცა ზოგჯერ მღელვარე არასტაბილურ ენერგიასთან, რომელსაც შეუძლია დიდი ენერგიის გარდაქმნა და გამოყენება.
🟤 ყავისფერი სიმბოლურად ასოცირდება ხესთან. მყარ სტრუქტურასთან, რომელსაც ამავდროულად აქვს სირბილე და ლავირება-დაყოლის უნარი გარემო ფაქტორების ზეგავლენის მიმართ.
⚫️ შავი ქამარი ასოცირდება მიწასთან, ანუ მასიურ სიმყარესთან და სიძლიერესთან. შავი ქამარი ნიშნავს იგივე თეთრ ქამარს, რომელიც დიდი ხნის ხმარების შემდეგ ბუნებრივად გაშავდა.
© Developed By MAGSMAN All Rights Reserved