მოკლედ, ერთხელ ვარჯიშზე ბავშვებთან წავილუღლუღე, რომ მე თქვენგან არაფერი არ მინდათქო, უბრალოდ როცა დავბერდები არ დამივიწყოთ, მომაკითხეთ, ცოტა ვაშლი წამოიყოლეთ და სასაუბროსაც რამეს გამოვნახავთთქო.
რამოდენიმე დღის წინ დოჯოს კარებთან დამხვდა ეს ვაშლი. რა არ ვიფიქრე, მაგრამ ლოგიკურ, საფუძვლიან დასკვნამდე ვერ მივედი. მეორე დღეს მომწერა ერთერთმა ჩემმა მოსწავლემ ლუკამ და მითხრა, სენსეი დოჯოში მოვედი არავინ არ დამხვდა და ვაშლი კარებთან დაგიტოვეო. უცებ დავიბენი, გაორებული რეაქცია მქონდა, თან მიხაროდა და თან შფოთნარევი ეჭვი მომეძალა. მერე გამახსენდა, რომ შინაგანი ღელვა უფრო გვაბერებს და ჩავრთე მედიტაციის ავტოპილოტ მოუდი, შლეიფით "ჯერ რა დროს დაბერებაათქო". არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი ლოტოსის პოზაში, მაგრამ თვალი რომ გავახილე არც ერთი ვაშლი აღარ დამრჩენოდა. ეტყობა მედიტაციამაც ვერ მიშველა ისე ავნერვიულდი!
23.08.2019
IOGKF, საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო-ს ფედერაციისა და 国際沖縄剛柔流空手道連盟 -ის სავაჭრო ნიშნის შემქმნელი და კანონიერი მფლობელი არის IOGKF