საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაცია

„საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაცია“ საქართველოს ორგანიზაცია, ბოლო 10 წელია, ჩემი და ჩემი მეგობრების ხელმძღვანელობით არსებობს და განაგრძობს ფუნქციონირებას. ამ პერიოდის განმავლობაში, ბევრმა გაურკვეველი ხარისხის და კვალიფიკაციის მქონე ადამიანმა, თვითნებურად გადაწყვიტა ჩვენი სახელისა და ემბლემის გამოყენებით გაეხსნათ ჯგუფები და სხვებისთვის ესწავლებინა გოჯუ-რიუ ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენთან თანამშრომლობისა და შეთანხმების გარეშე.
ცხადია, არ ვგულისხმობ კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ინსტრუქტორებს, რომლებიც დღემდე აგრძელებენ სწავლებას და ამავდროულად ჩვენთან თანამშრომლობას.
მინდა ხაზგასმით ვთქვა:
🔸რომ ჩვენ ვართ სენსეი მორიო ჰიგაონას ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში.
🔸ოფიციალურად, მხოლოდ ჩვენ და ჩვენთან გაწევრიანებულ ადამიანებს აქვთ ჩვენი ემბლემის გამოყენების უფლება.
🔸საერთაშორისო ოკინავური გოჯუ -რიუ კარატე დოს ფედერაციის ეგიდით მხოლოდ ჩვენ ვართ უფლებამოსილები ჩავატაროთ საკვალიფიკაციო გამოცდები ნებისმიერ ქამარზე და მათ შორის შავ ქამარზე და სხვა არავინ ჩვენ გარდა.
მინდა მივმართო ყველა იმ ადრესატს ვინც ამდაგვარ საქმიანობას ეწევა - დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით ორგანიზაციაში გაწევრიანებასა და სამომავლო გეგმების ერთად განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოღვაწეობა ჩაითვლება არალეგიტიმურად!
პატივისცემით,
ლევან როგავა ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი

ბაკურ გაბუნია უფროსი ინსტრუქტორი

გიორგი ჯაფარიძე უფროსი ინსტრუქტორი