კატა, იაპონური სიტყვაა და ტექნიკათა ერთობლიობას ნიშნავს, რომელიც ასეული წლების განმავლობაში იქმნებოდა კარატეს ფუძემდებელი ოსტატების მიერ, რომელიც დღემდე სახეუცვლელი ფორმით არის შენარჩუნებული. გოჯუ-რიუში არის 12 კატა. თითეულ მათგანს გააჩნია ბუნკაი, იგივე წყვილში შესასრულებელი კატას ტექნიკურ-შინაარსობრივი გარჩევა.
გოჯუ-რიუ გახლავთ, ტრადიციული კარატეს ერთ-ერთი მთავარი სტილი. სახელწოდების შინაარსს, საფუძვლად უდევს ცნობილი საბრძოლო ხელოვნებების წიგნში "ბუბიში" -ში მოცემული პრინციპები.
კატების მოძრაობებში კარგად ჩანს უძველესი ჩინური საბრძოლო ხელოვნებების გავლენაც.