ეს არის, ტრადიციული ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს შემსწავლელი ჯგუფი ზრდასრულებისთვის. გოჯუ-რიუს ფუნდამენტური არსი მდგომარეობს ბალანსის პოვნაში. ჰარმონიულობა გარეგან სიძლიერესა და შინაგან სირბილეს შორის. საკუთარი სხეულის სრული კონტროლი და გარემოს მყისიერი აღქმა, რათა მიზანი იქნეს მიღწეული დანაკარგების გარეშე. მაღალი დგომები, მძიმე დარტყმები, ძიუდოს ელემენტები და სწრაფი გადაადგილების სინთეზი განაპირობებს მოქმედებისა და შედეგის ეფექტურობას. სტილის მახასიათებლები და ტექნიკური ბაზა საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეთ უნივერსალურ მებრძოლად.
© Developed By MAGSMAN All Rights Reserved