EN

მედიტაცია

მედიტაცია

შინაგანი სიმშვიდე, ემოციების კონტროლი და სამყაროსთან ჰარმონიულობაში ყოფნა, დღევანდელ სტრესულ გარემოსთან გასამკლავებლად არის აუცილებელი და უალტერნატივო საშუალება. ემოციური ჰიგიენა, პოზიტიური აზროვნება და საკუთარ თავში ჩაღრმავება. უნარი და ცოდნა, მომენტალურად გაარჩიოთ ნეგატიური და პოზიტიური ენერგიები. მოგზაურობა შინაგან სამყაროში და საკუთარი თავის სიღრმისეული შეცნობა. ამ ჯგუფში მოვარჯიშე ადამიანების მიზანი არის სრულყოფილებისკენ სწრაფვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.